Friday, August 9, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: გურია

პროექტის მთავარი იდეა (თემა): შევისწავლოთ საკუთარი კუთხე

პროექტის აქტუალობა: საკუთარი კუთხის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და გაანალიზება 

პროექტის მიზნები: შეისწავლიან საკუთარი კუთხის გეოგრაფიულ, ისტორიულ, კულტურულ, ეთნოგრაფიულ მონაცემებს. განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების და დახარისხების უნარ-ჩვევები

            სტანდარტი:
აზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.  
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·    ამჟღავნებს  რუკების ლეგენდის ცოდნას;

აზ. მეც.V-VI. 2.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა  საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ისტორიულ ან გეოგრაფიულ ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.

აზ. მეც.V-VI. 10. მოსწავლეს შეუძლია  ჩამოთვლოს საქრთველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ჩამოთვლის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განვითარებულ მეურნეობის ტიპებს.
აზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·       ბუნებრივ რესურსებს აკავშირებს ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო საქმიანობასთან.

აზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს მოგზაურობებისა და ვაჭრობის მნიშვნელობაზე. 
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს უცხოელ მოგზაურებ მიერ საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის;

მონაწილეთა ასაკი: 10/11 წელი

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი:  გურიის შესახებ საინფორმაციო ელექტრონული პრეზენტაცია/ალბომი

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:    სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  

აქტივობა პირველი---კლასისთვის თემის გაცნობა, ვადის განსაზღვრა და ხელმძღვანელის არჩევა

აქტივობა მეორე---ჯგუფში სამუშაოს განაწილება ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით შემდეგ განყოფილებებში:  ისტორია,  გეოგრაფია,  კულტურა,  ეთნოგრაფია, ინტერნეტმასალები,  ნივთიერი მასალები.

აქტივობა მესამე---შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება ცალკეულ ჯგუფებში

აქტივობა მეოთხე---შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება  მთლიან ჯგუფში

აქტივობა მეხუთე---პრეზენტაციისათვის საბოლოო სახის მიცემა მასწავლებლის მითითებების მიხედვით

აქტივობა მეექვსე---პროექტის პრეზენტაცია

აქტივობა მეშვიდე---პროექტის შეფასება

                                          პროექტის შეფასების განზოგადებული სქემა
მაქსიმალური ჯამური ქულის სამზე გაყოფით მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა


ელემენტარული
 1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3 ქულა
მიზანი
ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი, მარტივად აღსაქმელი მიზანი
ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული,იდეებს სორის არ არის ლოგიკური ჯაჭვი
თანმიმდევრულობა გააზრებულია, იდეებს შორის ზოგი გადასვლა მარტივია, ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა იდეიდან იდეაზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
შინაარსის კორექტულობა
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
 მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომები
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
კვლევა
არაეფექტურადაა დაგეგმილი, წყაროები არასანდოა
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები
კვლევა სწორადაა დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი ავტორიტეტული წყარო. ანალიზი სიღრმისეულია
თვალსაჩინოებები
არა არის ჯგუფის შექმნილი ან შეუსაბამოა
ჯგუფის შექმნილია, მაგრამ ერთფეროვანი
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
შემოქმედებითობა
მცირე შემოქმედებითობა
ზოგჯერ ჩანს ორიგინალური აზრები
ჩანს ჯგუფის ოროგინალობა და თავისებური ხედვა
კავშირები საგნებთან(განსაკუთრებით ისტ)
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან
დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატური, მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია მკაფიოდ
პრეზენტაცია
პროექტის არსი არაეფექტურადაა წარმოჩენილი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა
პროექტის არსი ბუნდოვანია, თუმცა გამოყენებულია თვალსაჩინოებები, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები გაშლილია, გამოყენებულია თვალსაჩინოებები და პასუხობს ყველა შეკითხვას

საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტორია

 პროექტის ხელმძღვანელი: ნათია თავართქილაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: natiatavartqiladze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  natiatavartqiladze.blogspot.com