პროექტის სახელწოდება: გურია
პროექტის მთავარი იდეა (თემა): შევისწავლოთ
საკუთარი კუთხე
პროექტის აქტუალობა: საკუთარი კუთხის შესახებ ინფორმაციის მოგროვება
და გაანალიზება
პროექტის მიზნები: შეისწავლიან საკუთარი კუთხის გეოგრაფიულ, ისტორიულ, კულტურულ,
ეთნოგრაფიულ მონაცემებს.
განუვითარდებათ კვლევის, თანამშრომლობის, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის
მოძიების და დახარისხების
უნარ-ჩვევები
სტანდარტი:
საზ. მეც.V-VI. 1. მოსწავლეს შეუძლია რუკების კითხვა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამჟღავნებს
რუკების ლეგენდის ცოდნას;
საზ. მეც.V-VI. 2. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალება (ცხრილი, გრაფიკი, ფოტო, სქემა, ჩანახატი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ისტორიულ ან გეოგრაფიულ
ინფორმაციას წარმოადგენს სხვადასხვა საშუალებით.
საზ. მეც.V-VI. 10. მოსწავლეს შეუძლია
ჩამოთვლოს საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჩამოთვლის საქართველოს
სხვადასხვა რეგიონებში განვითარებულ მეურნეობის ტიპებს.
საზ. მეც.V-VI.12. მოსწავლეს
შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების
მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ბუნებრივ რესურსებს აკავშირებს ქვეყნის (რეგიონის) სამეურნეო
საქმიანობასთან.
საზ.მეც.V-VI.23. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს
მოგზაურობებისა და ვაჭრობის მნიშვნელობაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს უცხოელი მოგზაურების მიერ
საქართველოს შესახებ შეგროვილი ცნობების მნიშვნელობაზე ქვეყნის შესწავლისათვის;
მონაწილეთა ასაკი: 10/11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტი: გურიის შესახებ საინფორმაციო
ელექტრონული პრეზენტაცია/ალბომი
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა პირველი---კლასისთვის თემის გაცნობა, ვადის
განსაზღვრა და ხელმძღვანელის არჩევა
აქტივობა
მეორე---ჯგუფში სამუშაოს განაწილება ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით შემდეგ
განყოფილებებში: ისტორია, გეოგრაფია,
კულტურა, ეთნოგრაფია, ინტერნეტმასალები, ნივთიერი მასალები.
აქტივობა
მესამე---შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება ცალკეულ ჯგუფებში
აქტივობა
მეოთხე---შეგროვებული მასალის გაცნობა და დახარისხება მთლიან ჯგუფში
აქტივობა
მეხუთე---პრეზენტაციისათვის საბოლოო სახის მიცემა მასწავლებლის მითითებების მიხედვით
აქტივობა
მეექვსე---პროექტის პრეზენტაცია
აქტივობა
მეშვიდე---პროექტის შეფასება
პროექტის
შეფასების განზოგადებული სქემა
მაქსიმალური ჯამური ქულის სამზე გაყოფით მოხდება მოგროვილი
ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა
|
ელემენტარული
1 ქულა
|
მისაღები
2 ქულა
|
ოსტატური
3 ქულა
|
მიზანი
|
ბუნდოვანია
|
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
|
კარგად გამოკვეთილი, მარტივად აღსაქმელი მიზანი
|
ორგანიზება
|
სუსტად ორგანიზებული,იდეებს სორის არ არის ლოგიკური ჯაჭვი
|
თანმიმდევრულობა გააზრებულია, იდეებს შორის ზოგი გადასვლა მარტივია,
ზოგი გაუგებარი
|
კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა იდეიდან იდეაზე, ორგანიზება
ზრდის პროექტის ეფექტურობას
|
შინაარსის კორექტულობა
|
გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია
|
ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
|
მთლიანად კორექტული, ფაქტები
ზუსტი და მკაფიო
|
ენობრივი გამართულობა
|
ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომები
|
ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
|
ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
|
კვლევა
|
არაეფექტურადაა დაგეგმილი, წყაროები არასანდოა
|
კვლევა დაგეგმილია, მაგრამ გამოყენებულია შეზღუდული რაოდენობის წყაროები
|
კვლევა სწორადაა დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთი ავტორიტეტული წყარო.
ანალიზი სიღრმისეულია
|
თვალსაჩინოებები
|
არა არის ჯგუფის შექმნილი ან შეუსაბამოა
|
ჯგუფის შექმნილია, მაგრამ ერთფეროვანი
|
მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
|
შემოქმედებითობა
|
მცირე შემოქმედებითობა
|
ზოგჯერ ჩანს ორიგინალური აზრები
|
ჩანს ჯგუფის ოროგინალობა და თავისებური ხედვა
|
კავშირები საგნებთან(განსაკუთრებით ისტ)
|
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში
|
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
|
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ
ცოდნასთან
|
დასკვნები
|
არ არის ჩამოყალიბებული
|
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატური, მაგრამ არ არის მკაფიო
|
დასკვნებში არის სიახლე, ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებულია
მკაფიოდ
|
პრეზენტაცია
|
პროექტის არსი არაეფექტურადაა წარმოჩენილი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება
და პასუხების გაცემა
|
პროექტის არსი ბუნდოვანია, თუმცა გამოყენებულია თვალსაჩინოებები, პასუხობს
შეკითხვების უმეტესობას
|
ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, ძირითადი იდეები
გაშლილია, გამოყენებულია თვალსაჩინოებები და პასუხობს ყველა შეკითხვას
|
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია
პროექტის ხელმძღვანელი:
ნათია თავართქილაძე
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natiatavartqiladze.blogspot.com
No comments:
Post a Comment